пятница, 19 декабря 2008 г.



1. პროექტის სახელი: "ოდა ვაზისა"
2. პროექტის მოკლე აღწერა: ვაზის მეგრული ჯიშების მოძიება და გაცნობა, მოძიებული ვაზის ჯიშებისათვის პოპულარიზაციის გაწევა.
3. პროექტის სრული აღწერა: საქართველო უძველესი დროიდან ვაზისა და ღვინის სამშობლოდაა აღიარებული. საქართველოს განუყოფელ ნაწილში სამეგრელოში ვაზის უნიკალური ჯიშები ხარობდა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში მეგრული ჯიშები თითქმის მთლიანად განადგურდა. მოსწავლეებმა გადაწყვიტეს გამოეკვლიათ ეს პრობლემა, რისთვისაც მოაწყვეს შეხვედრები მევენახეებთან. გამოიკვეთა ფოკუს-პრობლემა. ვაზის მეგრული ჯიშები გადაშენების გზაზეა. მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს ბიბლიოთეკიდან, გაეცნობიან სხვადასხვა სამეცნიერო ლიტერატურას ვაზის მეგრული ჯიშების შესახებ, შეისწავლიან რომელი ჯიში, როგორ კლიმატურ პირობებში ხარობს უკეთ. გაეცნობიან ვაზის მეგრულ ჯიშებზე ბიოლოგიური დაკვირვების შედეგებს, აგროტექნიკურ დახასიათებას. მოიპოვებენ საინტერესო ინფორმაციებს ძველი ისტორიული წყაროებიდან, ამპილოგრაფიიდან. გაეცნობიან ქვეყნის გეოგრაფიას, საქართველოს სავაჭრო გზებს, რომელიც აკავშირებდა საქართველოს მომიჯნავე ქვეყნებთან. ცენტრალურ აზიასთან და ინდოეთთან. გაეცნობიან ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს, რაც ვაზთან არის დაკავშირებული, მოიძიებენ ინტერნეტის საშუალებით მასალებს, გაეცნობიან პრეზიდენტის ნაციონალურ პროგრამას. დაგეგმავენ შეხვედრას სოფელ ჯიხაშკარში მევენახეებთან.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 15–16 წლის მოსწავლეები.
5. ვადები ხანგრძლივობა: სამი თვე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალების მოძიება ინტერნეტიდან, დისკუსია გაკვეთილიზე მოძიებული ინფორმაციის პრეზენტაცია.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებში, თემში გაიზრდება სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგებისადმი სიყვარული და პატივისცემა. მონაწილეობას მივიღებთ ვაზის კოლხური ჯიშების გადაჩენასი, ვისწავლით ვაზის მოვლას, დავრგავთ და გავაშენებთ ვაზის ხეივანს, ვისწავლით მშობლიური კუთხის სიყვარულს.
8. სარგებელი სხვებისთვის:პოპულარიზაციას გავუწევთ ვაზის კოლხურ ჯიშებს და სხვებისათვის ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია მათზე.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება, ბიოლოგია, ქიმია, ეკონომიკა.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: თამილა აბშილავა, თამარ გაბისონია.
13. პროეტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: gabisonia.tamari045@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი

Комментариев нет: